2006 წელს ერთი სატრანსპორტო კომპანიით დავიწყეთ. დღეს ხუთი კომპანია ვართ — გზები, ქიმია, ტრანსპორტი და განათლება.
გაიცანით ჯგუფი2006 წლიდან ვი თი ჯგუფი ავითარებს ბიზნესს ერთმანეთისგან განსხვავებულ სექტორებში და თითოეულში ერთსა და იმავე პრინციპს იცავს: ხარისხი, პროფესიონალიზმი და შედეგებზე ორიენტირებული მართვა. ჰოლდინგის კომპანიები ქმნიან სამუშაო ადგილებს და მდგრად ღირებულებას ქვეყნისთვის.
გამჭვირვალე და ეფექტიანი კორპორატიული სტანდარტები
საერთაშორისო ბრენდები და ადგილობრივი პარტნიორები
განათლება, როგორც ჰოლდინგის სტრატეგიული პრიორიტეტი
გზების მშენებლობა და ასფალტის წარმოება სრული ციკლით. GCG მართავს Benninghoven Ecco 2000 ასფალტის ქარხანას და ბიტუმის ემულსიის საწარმოს ჯგუფის 27 000 მ² ბაზაზე ვაზიანში — ნედლი ბიტუმიდან მზა საფარამდე.
კორპორატიული ტრანსპორტის ლიდერი ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან — ბიზნეს და ეკონომ კლასის ავტომობილები პროფესიონალი მძღოლებით, კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საგზაო დანამატები — ITERLENE, ITERLOW და სხვა — ქართველი გზის მშენებლებისთვის, ასევე ISO/IEC 17025 აკრედიტებული ლაბორატორია ასფალტისა და ბიტუმის ტესტირებისთვის.
ჯგუფის პირველი სკოლა, გაიხსნა 2018 წელს ბათუმში — I–XII კლასები დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე, ქართულ-ამერიკული განათლების მოდელით აჭარაში.
მეორე სკოლა, გაიხსნა 2023 წელს თბილისში — კერძო სკოლა საერთაშორისო პარტნიორობებით, დევიზით „შენი წარმატება იწყება აქ“.
ჰოლდინგის პირველი კომპანიის დაარსება
დანიური ბიტუმის ემულსიის ქარხნის შეძენა
ინვესტიცია გზების მშენებლობასა და სპეცტექნიკაში
ორი ახალი კომპანია ჰოლდინგში
უფასო მათემატიკის ოლიმპიადა ჰოლდინგის პატრონაჟით
Benninghoven Ecco 2000, ვაზიანის ბაზა
პირველი ქართულ-ამერიკული სკოლის დაარსება ბათუმში
მეორე ქართულ-ამერიკული სკოლის გახსნა თბილისში
“ჩვენი მისიაა, პროფესიონალიზმით, მუდმივი ინოვაციებით და თავდადებით განვავითაროთ ჰოლდინგის საქმიანობა და მხარი დავუჭიროთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში.”
ვი თი ჯგუფი წლებია აფინანსებს საგანმანათლებლო პროექტებს: ორი ქართულ-ამერიკული სკოლის განვითარებას, უფასო მათემატიკის ოლიმპიადებსა და ნიჭიერი მოსწავლეების მხარდაჭერას მთელი ქვეყნის მასშტაბით.