შპს „ქემიქალსი” დაარსდა 2014 წელს ვი თი ჯგუფის მიერ. დღეს კომპანია იტალიური Iterchimica-ს ავტორიზებული დისტრიბუტორია საქართველოში და ბაზარს აწვდის საგზაო მშენებლობის თანამედროვე დანამატებს.
პროდუქციის ხაზი მოიცავს Iterchimica-ს დანამატებს:
- ITERACID L-12 SMART
- ITERLENE IN/400-L GREEN
- ITERLOW T
- ITERMASTIK
- SUPERPLAST
აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორია
ქემიქალსმა შეიძინა საერთაშორისო სტანდარტების უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობა და დაარსა საავტომობილო გზების მშენებლობისა და სამშენებლო მასალების დამოუკიდებელი საგამოცდო ლაბორატორია თბილისში.
ლაბორატორია აღჭურვილია ევროპული Hira-სა და Controls Group-ის 45 სახეობის ძირითადი საზომი ხელსაწყოთი, იმართება ISO/IEC 17025 სტანდარტით და აკრედიტებულია საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ. ტარდება 80-ზე მეტი ზოგადი და გაფართოებული ტესტი — ასფალტბეტონის, ბიტუმისა და ემულსიების, ბეტონისა და სხვა სამშენებლო მასალების შესამოწმებლად.
ლაბორატორია ასევე იკვლევს იმპორტირებული პროდუქციის შეთავსებას ადგილობრივ მასალებთან და არჩევს ნარევების ფორმულებს: ემულსიის შემადგენლობას, ბიტუმის მოდიფიცირებას, ასფალტისა და ბეტონის შემადგენლობას.