საგზაო-სამშენებლო კომპანია GCG-მ შეიძინა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტის ქარხანა „Benninghoven ECO 2000”, რომელიც განთავსებულია კომპანიის კუთვნილ საწარმოო-ტექნოლოგიურ ბაზაზე ვაზიანში.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქარხნის საშუალებით GCG უმაღლესი ხარისხის ასფალტს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხმა განაპირობა კომპანიის გამორჩეული ადგილი საგზაო-სამშენებლო ბაზარზე.