ტრანსპორტი

WT Service

დაარსდა 2006 ვი თი ჯგუფის წევრი

სატრანსპორტო კომპანია დაარსდა 2006 წელს, შპს „West Travel”-ის სახელით — ეს იყო ჰოლდინგის პირველი კომპანია.

WT Service ბიზნეს და ეკონომ კლასის ავტომობილების გაქირავების სერვისია და დაარსებიდან დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ქართულ სატრანსპორტო ბაზარზე. კომპანიის მიზანია სატრანსპორტო მენეჯმენტისა და გაქირავების ისეთი სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

სერვისი მოიცავს პროფესიონალი მძღოლების მომსახურებას — თანამშრომლები რეგულარულად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს.

ავტოპარკში წარმოდგენილია:

  • სედანი
  • ჯიპი
  • მინივენი
  • მიკროავტობუსი
  • ავტობუსი

კომპანიის ავტომობილები რეგულარულად გადის ტექნიკურ დათვალიერებას და დაზღვეულია როგორც მგზავრზე, ისე მესამე პირზე.

გაქირავების გარდა, კომპანია უზრუნველყოფს ღონისძიებების სატრანსპორტო მენეჯმენტს — დროისა და მარშრუტების დაგეგმვასა და მართვას: კერძო სექტორისთვის, სახელმწიფო დელეგაციებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ტურისტული ჯგუფებისთვის.

← ყველა კომპანია

გაქვთ პროექტი? ერთად დავთვალოთ.

დაგვიკავშირდით