2018 წელს ვი თი ჯგუფმა პარტნიორებთან ერთად დააფუძნა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა — ჰოლდინგის პირველი სკოლა.
სკოლის ისტორია 2017 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც ვი თი ჯგუფმა შეიძინა ყოფილი შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის შენობა ბათუმში. კომპანიამ შეისწავლა აჭარის რეგიონში კერძო სკოლების სეგმენტი და მიიღო გადაწყვეტილება, ბათუმში დაეარსებინა თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულება. სკოლა საზეიმოდ გაიხსნა 2018 წლის 1 ოქტომბერს.
დღეს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ერთ-ერთი წამყვანი კერძო სკოლაა საქართველოში — I–XII კლასები დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. სკოლა დაკომპლექტებულია პროფესიონალი პედაგოგების გუნდით, ხოლო განვითარების გრძელვადიანი გეგმა ემყარება საერთაშორისო გამოცდილებასა და ქართულ სააღმზრდელო პრინციპებს.
სკოლის ინფრასტრუქტურა მოიცავს:
- თანამედროვე კომპიუტერულ და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებს
- ბიბლიოთეკას და სამედიცინო კაბინეტს
- კვების ბლოკს
- დახურულ და ღია სპორტულ მოედნებს
- თეატრალურ და საკონფერენციო დარბაზებს
მისამართი: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 117