თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა (GAST) დაარსდა 2023 წელს — ეს ჰოლდინგის მეორე სკოლაა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის შემდეგ.
სკოლის დევიზია „შენი წარმატება იწყება აქ”. GAST კერძო სკოლაა თბილისში, რომელიც ეროვნულ სასწავლო პროგრამას საერთაშორისო გამოცდილებასთან აერთიანებს.
სკოლა თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის:
- ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა (GASB)
- ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია
- კომპიუტერული სკოლა „მზიური”
- საქართველოს განათლების კოალიცია